LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან” – “საბურთალოს” პრეზიდენტი შაქარას ემოციურად იხსენებს

1981
BeFunky-collage (12)

19 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს მთელი საქართველო გლოვობს.

მისი გარდაცვალების მიზეზი გუშინ, 10 ივლისს გახდა ცნობილი.

როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა: გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მთელ სხეულზე მიაყენეს - საქმე გადაკვალიფიცირდა

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს ატარებენ.

როგორც უკვე ცნობილია, გიორგი “საბურთალოს” ფეხბურთელი იყო. მას დიდ კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ.

შაქარაშვილს “საბურთალოს” პრეზიდენტი ემოციურად იხსენებს. ტარიელ ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი კარგად აღზრდილი პიროვნება იყო. თამაშის დროს, მოედანზე წაქცეულ მეტოქეს ბოდიშს თვითონვე უხდიდა, ყველას პატივისცემით ექცეოდა.

„ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება – შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები.

ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, მისი უხეში თამაში არ მახსოვს. ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო.

მოედანზე მეტოქის პატივისცემით გამოდიოდა.

"გიორგი მოკლულია" - შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

"შესაძლებელია დაახრჩვეს და წყალში გადააგდეს... ახლა მთავარია ყველა დამნაშავე დაისაჯოს".

სამწუხაროდ,  ხშირად ხდება, რომ როცა აგრესიული ფონია, ასეთ ადამიანებს სიკეთეს სისუსტეში უთვლიან. გიორგი ძალიან კარგად აღზრდილი შვილია.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ღირსეულ მშობლებსა და  სანათესაოს. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს, ასეთ მძიმე დროს არავისზე ცუდი არ წამოცდენიათ…”

ტარიელ ხეჩიკაშვილი გიორგი შაქარაშვილის მოგონებისას ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობდა საბურთალო 1-ში ეთამაშა, (შაქარა საბურთალო 2-ში თამაშობდა) შემდეგ კი, საზღვარგარეთ აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

ხეჩიკაშვილი იხსენებს ემოციურ მომენტს, როგორ დაატირა ბებიამ შვილიშვილს. თურმე გიორგის სწორედ ბებიისთვის უხარებია, რომ მალე საბურთალო 1-ში ითამაშებდა და შემდეგ ევროპაში გააგრძელებდა კარიერას.

ხეჩიკაშვილი ასევე ამბობს, რომ გიორგი საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.

“მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. არა­სო­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი – პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან… რო­დე­საც “სა­ბურ­თა­ლო 2”-ში მოხვდა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, “სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში” მოვხვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო” – აღ­ნიშ­ნა ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმითაც,  ახალგაზრდა ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებდა:

„ერთ-ერთ გუნდთან მოილაპარაკეს. კონტრაქტი ბოლომდე გაფორმებული არ იყო, მაგრამ ჩამოვიდა, რომ  საბურთალოსთან მოეგვარებინა ურთიერთობები. ამის შემდეგ სავარაუდოდ, დაბრუნდებოდა ევროპაში და დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ არაგვში აღმოჩნდა”,-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კაშიამ და ყაზაიშვილმა მატჩი მაისურზე გიორგი შაქარაშვილის წარწერით ჩაატარეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები