LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერ ადამიანს ყოველთვის აქვს ფარული რესურსი შეძლოს შეუძლებელი – ვირჯინია ვულფის ცნობილი გამონათქვამები

2858
ვირჯინია ვულფი

ბრიტანელი მწერლის, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი ფიგურის ვირჯინია ვულფის საუკეთესო ნამუშევრებმა „მისის დელაუეიმ“, „შუქურასკენ“ და „ორლანდომ“, 1970-იან წლებში შეიძინეს მეორე სიცოცხლე, როცა ფემინისტურმა მოძრაობამ ვულფი საკუთარ  კერპად აქცია.

fortuna.ge გთავაზობთ ვირჯინია ვულფის ცნობილ გამონათქვამებს:

ზოგჯერ ისე ძალიან გინდა გააჩერო ქუჩაში უცნობი, ვინმე კეთილი, ძალიან კარგი და უთხრა: „მე ცუდად ვარ“.

ყველაზე არასაიმედო მეგობრები გოგონები არიან, რადგან მათ შეყვარება სჩვევიათ.

ყველაზე საოცარი სიყვარულში – ერთში სამყაროს დატევა და გულგრილობაა დანარჩენი სამყაროს მიმართ.

ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო ფიქრთან. ფიქრი და ცხოვრება – რადიკალურად  განსხვავებული საქმიანობაა.

მოაზროვნე ქალი ყველას აკვირვებს, მაგრამ თუ ქალი კაცზე ფიქრობს, რატომღაც არავის უკვირს.

24 წლის ასაკში საკუთარი ოთახი – არა უბრალოდ ოთახი, არამედ მთელი სამყაროა.

ის, რასაც გულწრფელად გრძნობ – შუძლებელია გადმოსცე სიტყვებით.

არსებობს წუთები, როცა არც ფიქრებია, არც გრძნობები, მაგრამ სად ხარ მაშინ, როცა არც ფიქრობ, არც გრძნობა შეგიძლია?!

ბედნიერ ადამიანს ყოველთვის აქვს ფარული რესურსი შეძლოს შეუძლებელი.

სიყვარულს დამანგრეველი ძალა აქვს, რადგან ჯერ ყველაფერს ანგრევს საკუთარი გამარჯვებისთვის, გამარჯვებული კი, საკუთარ თავს ანგრევს.

ზოგი ადამიანი მღვდელთან მიდის, ზოგი პოეზიაში პოულობს ნუგეშს, მე კი ჩემს მეგობრებს ვნახულობ