LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს, რადგან ის, ვინც მშვენიერებას ხედავს, არასდროს ბერდება” – ფრანც კაფკას ცნობილი გამონათქვამები

2960
ფრანც კაფკა

უჩვეული რომანების ავტორს ცხოვრებაც არაორდინალური და საკმაოდ მძიმე ჰქონდა. მართალია, მწერალს ბევრჯერ უყვარდა, მაგრამ ძალიან ეშინოდა ქალბატონების, ვისთან ურთიერთობაც პირველად 26 წლის ასაკში, დაქორწინება კი, მხოლოდ 39 წლისამ გაბედა. სხვათაშორის, პრაღაში დაბადებული კაფკა, რომელიც ყოველთვის ავტრიელ მწერლად ითვლებოდა, დღეს ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მასკოტად ითვლება, რომელსაც ყოველთვის ბედნიერება მოაქვს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ – ფრანც კაფკას  ფრაზებს:

ბევრად მეტი სითბო და თანადგომა მჭირდება, ვიდრე ვიმსახურებ

როცა ადამიანები ახლოს ვერ მიდიან, მაშინ ძალიან შორდებიან ერთმანეთს.

არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც უკან დასახევ გზას გართმევს, მაგრამ მისი მიღება მაინც საჭიროა.

ადამიანები ძალიან ბევრს და ხმამაღლა ამბობენ მცირეს სათქმელად!

ყველაფერი, რაც მქონდა, დაკარგე, თუმცა რომ დაბრუნდეს, არ მგონია ვიყო ბედნიერი.

მშობლები, რომლებიც შვილებისგან მადლიერებას მოითხოვენ, იმ მევახშეებს ჰგვანან, ვინც კაპიტალს მხოლოდ მსხვილი მოგების სურვილით აბანდებს.

ზომიერი უბედურება კარგი გამოცდაა ადამიანისთვის, მოერიოს საკუთარ თავს მარტოობაში.

ადამიანებს არა მშვიდად ცხოვრებისთვის, არამედ მშვიდად სიკვდილის სურვილით გავურბივარ.

შესაძლებელი ბედნიერება სულ უფრო შეუძლებელი ხდება.

თითქოს ბორკილები დაგადეს, თუმცა რომ მოგხსნან, ბევრად უარესად იგრძნობ თავს, რადგან ზოგჯერ მარწუხები სჯობია თავისუფლებას.

მხოლოდ მაშინ მეშინია საფრთხის, როცა თვითონ ვთვლი საჭიროდ.

მთავარია შუა გზაზე არ გაჩერდე – ეს ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილებაა, რაც ოდესმე შეიძლება მიიღო.

ყოველთვის ადვილია იმ ადამიანის სიყვარული, ვინც მიდის.

ძალიან ნუ გაერთობი ოცნებასთან თამაშით, რადგან ოცნებასაც შეუძლია შენთან თამაში.

შეუძლებელია გაიმართლო თავი, როცა შენი არ სჯერათ.

საკუთარი დემონებით ტანჯული ადამიანი, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად აყენებს ზიანს ახლობელს.

…შენ ჩემი ხარ, მაშინაც კი, თუ ვერასდროს გნახავ…

გზა ახლობელთან ყოველთვის შორია ჩემთვის.

ყველაფერი, მათ შორის სიცრუეც ჭეშმარიტებას ემსახურება, რადგან ჩრდილი ვერასდროს ჩააქრობს მზეს.

ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს, რადგან ის, ვინც მშვენიერებას ხედავს, არასდროს ბერდება.

ადამიანთა მასის საერთო დონეს თითოეულის შეგნება განსაზღვრავს.

გაშმაგებული სიხარული უფრო სევდიანია, ვიდრე გულწრფელად გამოხატული სევდა.