LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერების შვიდი მარტივი მეთოდი

173

რა თქმა უნდა, ბედნიერების მოპოვების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა არაფერი გამოვა, თუ ყოველდღიური წვრილმანებით სიამოვნების მიღებას არ ვისწავლით.

 

დილის რიტუალი

წარმატებული დღე დილიდანვე იწყება, ამიტომ წინასწარ მოიფიქრეთ რას გააკეთებთ ახალგაღვიძებული. ერთი შეხედვით, ამგვარი ქცევა მხოლოდ პედანტებს ახასიათებთ, თუმცა სცადეთ და თავად დარწმუნდებით, რამდენად სასიამოვნოა დილის რიტუალი.

სამსახურის გზაზე

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ნაკლებად სასიამოვნოა, თუმცა არ ღირს ზედმეტად გაღიზიანება, რადგან ეს ყოველდღიური პროცესია და ვერსად გაექცევით, ამიტომ უბრალოდ მიიღეთ და ეცადეთ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.

ოფისში

ყურადღების მუდმივი კონცენტრირება შეუძლებელია, სტრესის მიზეზი კი, არა იმდენად სამუშაო, რამდენადაც ყოველდღიური მოვალეობაა. ეცადეთ განიტვირთოთ საათში რამდენიმე წუთი, დაასვენეთ გონება და თვალები, გამოელაპარაკეთ კოლეგებს, თუმცა ნუ ისაუბრებთ სამუშაოზე. სხვათაშორის, სასიამოვნო კლიმატი კოლექტივში ხელს უწყობს სტრესის სწრაფად დაძლევას.

სუპერმარკეტში

სამუშაო დღის შემდეგ სუპერმარკეტში სიარულს ნამდვილი გმირობა სჭირდება. სასურველი პროდუქტის ძებნა, ჩანთებით დატვირთული მყიდველებისთვის გვერდის ავლა და გრძელ რიგში დგომა – ნებისმიერს დააკარგინებს მოთმინებას. სტრესისგან თავის დასაცავად იხელმძღვანელეთ ორი წესით: წინასწარ შედაგინეთ შესაძენი პროდუქტის ნუსხა და ნურასდროს შეხვალთ სუპერმარკეტში მშიერი, რადგან მოშიებულზე აუცილებლად ზედმეტ „სასუსნავს“ შეიძენთ.

სადილზე

თანამედროვე ცხოვრების რეჟიმში ხშირად გვიწევს სრულფასოვან სადილზე უარის თქმა, რაც ჩვეულებრივ საღამოს ზედმეტი საკვების მიღებით სრულდება. ფსიქოლოგების მტკიცებით, დანაყრებისთვის არა მხოლოდ საკვების მიღებაა საჭირო, არამედ კერძის გემოს შეგრძნება და შეფასება, არ ღირს ყურადღების გადატანა ტელევიზორზე, ტელეფონსა და წიგნის კითხვაზე, რადგან საკვების მიღება არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური პროცესია.

ვარჯიშზე

თუ სპორტდარბაზში მისულს ერთი სული გაქვთ ვარჯიში დაასრულოთ და სახლში გაიქცეთ, მინიმალური ფიზიკური დატვირთვაც სტრესად გექცევათ. ვარჯიშის დროს გაამახვილეთ ყურადღება ჯანმრთელობაზე, აკონტროლეთ საკუთარი მოქმედებები, ისუნთქეთ მსუბუქად და იგრძენით რა სარგებელს ღებულობს ორგაზმი ამგვარი დატვირთვით.

სახლის დალაგება

სახლის დალაგება მშვიდად ფიქრის საუკეთესო საშუალებაა. მით უფრო, რომ გარემოს მოწესრიგებისასა, ავტომატურად საკუთარ ფიქრებს, გონებასაც აწესრიგებთ. გარდა ამისა, თუ ნივთებს ყოველდღე თავის ადგილას დააწყობთ, კვირის ბოლოს სახლის დალაგება არასდროს დაგეზარებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები