LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი ბილი აილიში BRIT Awards-ზე გამარჯვების შემდეგ ფანებს შეხვდა (ფოტო)

581
biliailishnwsr

მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბილი აილიშისთვის. 18 წლის მუსიკოსი „გრემისა“ და BRIT Awards-ის ტრიუმფატორი გახდა, ამავე წელს ჩაწერა საუნდტრეკი ბონდის ახალი ფილმისთვის და ახალი ალბომის გამოსვლაც დაანონსა. ამჯერად კი BRIT Awards-ზე გამარჯვებით ბედნიერი აილიში „ბიბისის“ რადიოსადგურს ესტუმრა.

რადიოსადგურის შესასვლელთან მომღერალს უამრავი ფანი დახვდა. ბილი აილიშმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა და ფოტოებიც გადაიღო. ის ტრადიციისამებრ დიდი ზომის სვიტერსა და ჭრელ შარვალში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები