LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსიდან საქართველოში დიდი ნაკადები შეიმჩნევა იმიგრაციის კუთხით – ისინი ბინებს ბათუმში ყიდულობენ

238
bbf783575f075335b73ed0ad1215f77e-XL

„ბელარუსიდან არამარტო ტურისტებად, არამედ ძალიან დიდი ნაკადები შეიმჩნევა პერმანენტული იმიგრაციის კუთხითაც და ეს უძრავი ქონების ბაზარზეც გამოჩნდა“, – ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახა სამყურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში. „ვფიქრობ, მათი ნაკადები მომავალში უფრო გაიზრდება“, – განაცხადა Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

კახა სამყურაშვილმა ზოგადად, ტურისტული სექტორიც აღდგენაზეც ისაუბრა. Galt&Taggart- ის პროგნოზით, 2022 წელს 2019-თან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80-85%-ით აღდგება და $2.8 მლრდ-ს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები