LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსში მიმდინარე პროცესებს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

190
BeFunky-collage (87)

საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა ბელარუსში მიმდინარე პროცესებს. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესები არ შეაფერხებს ბელარუსის მომავალ განვითარებას.

“საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას” – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა: პრეზიდენტი

“ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება” – ლუკაშენკო ცოცხალი თავით პრეზიდენტობის დათმობას არ აპირებს

“თავისუფლების მარში” – მინსკში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები