LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი საერთო ფილმზე იმუშავებენ

285

ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი გადასაღებ მოედანზე კვლავ ერთად იმუშავებენ. მათი საერთო პროექტი ფილმი „ქალაქი მთაზე“ გახდება. ამ მომენტისთვის ტელეარხმა Showtime საპილოტე ვერსია შეუკვეთა.

ტელეშოუ 90-იანი წლების ბოსტონს ეძღვნება, როდესაც კრიმინალური მდგომარეობა აქ საკმაოდ მძიმე იყო, სამართალდამცავებს კი ხშირად  კორუფციასა და რასიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა.

ცნობილია, რომ აფლეკი და დეიმონი ფილმის პროდიუსერებიც გახდებიან.

შეგახსენებთ, რომ მსახიობების ყველაზე ცნობილი ერთობლივი ნამუშევარია ფილმი „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“, რომლის სცენარმაც „ოსკარი“ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები