LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი რეანიმაციაშია მოთავსებული

131
1965B677-78C5-489B-856E-B11B377EDA41

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დაწვრობის ცენტრის ექიმი, გიორგი დავლიანიძე ამბობს, რომ სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთი დამწვრობის განყოფილებაში

“სამი პაციენტი შემოიყვანეს. ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. იქ მიიღეს დამწვრობა ცეცხლის სახით, ორი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში, ერთი დამწვრობის განყოფილებაში. მიმდინარეობს მკურნალობა, უტარდება აუცილებელი პროცედურები. სამივეს აქვს სახის და ხელების არეში დაზიანება. წინასწარ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტებში შეიძლება იყოს სასუნთქი გზების დაზიანება. კიდევ ერთი პაციენტი რჩება დამწვრობის განყოფილებაში. სამივე პაციენტი შუახნის მამაკაცია“,- განაცხადა ექიმმა “პირველ არხთან”.

კიდევ ერთი დაშავებული, შუახნის ქალბატონი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის.

ხანძარი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე გაჩნდა. ადგილზე 9 სახანძრო-სამშველო ბრიგადა მუშაობდა.

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარია – არიან დაშავებულები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები