LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა

475
44290357_10213084099680449_5570621184761921536_n

მწერალი ბექა ადამაშვილი საქართველოდან ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება”. მას ჯილდოდ 5 000 ევროს გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება.

ფულადი ჯილდოს მიღების გარდა, გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოქვეყნდება ერთ კრებულად და გამოიცემა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

კონკურსი ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით უკვე მეთერთმეტე წელია ხორციელდება და მასში საქართველო 2019 წელს პირველად ჩაერთო.

https://www.facebook.com/beqa.adamashvili/posts/10214411126535291

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები