LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძე: „ზოგჯერ სამაგიერო თუ არ გადაუხადე, ისე არ გამოდის…“

225
bekachxaidze2021

მომღერალი ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და კითხვაზე, სამაგიერო ვინმესთვის გადაუხდია თუ არა, ასე პასუხობს:

„რამდენიმეჯერ ყოფილა შემთხვევა. ცხოვრება ისეთია, ზოგჯერ სამაგიერო თუ არ გადაუხადე ვინმეს, ისე არ გამოდის, ხანდახან იძულებული ხარ, გააკეთო, თუმცა შეიძლება, შენ სულაც არ გინდოდეს. ადამიანური მომენტია…“

ბექა ასევე ამბობს, რომ არავის ემტერება, თუმცა „ვინმესგან გამწარებული თუ ვყოფილვარ, დრო გასულა და იმ ადამიანს ისეთი რამ მოსვლია, რომ ჩემთან ყოფილა დაკავშირებული და მასთან თითქოს გამარჯვებული გამოვსულვარ. ისე შეტრიალებია სიტუაცია, რომ გაკვირვებული დავრჩენილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამაში მონაწილეობა თავად არ მიმიღია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები