LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების ოჯახი დევიდის საქველმოქმედო მატჩზე (ფოტო)

319
beckhamsfamily

26 მაისს „მანჩესტერ იუნაითედსა“ და „ბავარიას“ შორის საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. მანჩესტერში ლეგენდარულ თამაშში მონაწილეობა დევიდ ბექჰემმაც მიიღო.  ფეხბურთელის მხარდასაჭერად მატჩზე ვიქტორია შვილებთან ერთად მივიდა. მათ შორის იყო 20 წლის ბრუკლინი შეყვარებულთან, ჰანა კროსთან ერთად.

საბოლოოდ მატჩმა 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა. ვიქტორია ტრადიციისამებრ საკუთარი ბრენდის სამოსში იყო გამოწყობილი. ტყავის ქურთუკსა და ჯინსის შარვალს მან ბალენსიაგას სალათისფერი ფეხსაცმელი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები