ინავიშვილების ოჯახის წევრების ზრუნვა საქართველოს სახელმწიფოსადმი და ქართველი ხალხისადმი მხოლოდ 2012 წლის არჩევნების დაპირებებით არ დაწყებულა და არ დამთავრებულა. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების სია დღითიდღე იზრდება და საქართველოში მალე „გასაკეთებელი და ასაშენებელი“ არაფერი არ დარჩება. კიდევ სამი წელიო და ტურიზმი ააშენებს საქართველოსო. ამისათვის კი ძვირადღირებული ინვესტიციები უნდა განხორციელდეს და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი ამას ყველაფერს ისე გააკეთებს სარგებელსაც არ მიიღებს. მხოლოდ თვითღირებულებას აიღებს. საქართველოში რომ არაფერი დარჩა საყიდელი და არაფერი გასაშენებელი, არც ტყე-პარკები გასამწვანებელი და არც ქალაქების ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი, ბერა ივანიშვილმა „დედამიწის ფილტვებს“ წააშველა ხელი და დედაბუნების აღსადგენად 1.1 მილიონი დოლარი  შესწირა.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

ივანიშვილების ფულის განკარგვის საქმეში ვის რა ხელი ქონდა თუ არა მისგან განაწყენებულებს, პარტიიდან წასულებს, მოსულებს, განდევნილებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მაშინვე „დაგმეს“ ბერას ხელგაშლილობა და თუ ოდესმე საქართველოზეც უფიქრია რამე შევწირავო, სურვილიც დაუკარგეს.


ბორჯომის ტყის აღდგენა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე

ბიძინა ივანიშვილი, შვილის გადაწყვეტილებას გულწრფელ ნაბიჯად აფასებს და მის კრიტიკოსებს პასუხის ღირსადაც კი არ თვლის. ამის შესახებ მან დღეს გამოცემა Entrepreneur Georgia მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთის და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში – ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზაობა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

3 წელიწადში! „აბასთუმნის შედეგით“ გათამამებული ივანიშვილი წყალტუბოსაც ააყვავებს

 

ივანიშვილი მთაწმინდიდან კუს ტბამდე ტერიტორიას კავკასიურად გაამწვანებს

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას „ქართული ფილტვების შესახებ“ მან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა კორესპოდენტს და მთაწმინდიდან კუს ტბამდე გამწვანების საქმეში ჩატარებული და სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები განიხილა.

„გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების – მთაწმინდიდან კუს ტბამდე – გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კიპარისი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით – მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით,  კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან პოზიტიურ რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში“ – საუბრობს ბიძინა ივანიშვილი.

„ტურიზმის ცალკე გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის“ – ბიძინა ივანიშვილის „ანბანური ჭეშმარიტება“

მისივე განმარტებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველაფერი – ბიძინა ივანიშვილის მადა და გეგმები იზრდება

რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ პროექტს, ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში ითქვა – გაწეული ხარჯების მკაცრი აუდიტი.

მსგავსი თემები