LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერნარდო ბერტოლუჩის ხუთი საკულტო ფილმი

3129
movsbretoluchi

სოციალური და ინტიმური კინოს ოსტატი ბერნარდო ბერტოლუჩი, რომელიც  სამართლიანად ითვლება თანამედროვე იტალიური კინოს ერთ-ერთ ერთ გამორჩეულ რეჟისორად, მთელი ეპოქა შექმნა და „ოსკარის“ პრემიასთან ერთად კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოც“ დაიმსახურა კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

„კონფორმისტი“ (Il Conformista, 1970) – ფილმმა, რომლის სცენარი ბერტოლუჩიმ ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების  რომანის მოტივებზე შექმნა, შთაგონების წყაროდ კი, 1968 წლის პარიზელი სტუდენტების ბუნტი გამოიყენა, არა მხოლოდ ახალი თაობის ფსიქოლოგიური დრამის, არამედ ზოგადად მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარება განსაზღვრა.

„უკანასკნელი ტანგო პარიზში“ (Ultimo Tango a Parigi, 1972) – ეროტიკული მელოდრამა ასაკოვანი მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ურთიერთობაზე, სინამდვილეში, მარადიული ჰარმონიის, გულწრფელი სიყვარულის ძიების და იმედების მსხვრევის ფილოსოფიური იგავია.

„უკანასკნელი იმპერატორი“ (The Last Emperor, 1987) – ეპიკური ფილმისთვის სცენარის შესაქმნელად, რომელმაც ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის ცხოვრებას აღწერა, ბერტოლუჩი რამდენიმე წელი ეცნობოდა ქვეყნის ისტორიას. არაჩვეულებრივმა ბიოგრაფიულმა დრამამ ცხრა „ოსკარის“ და ოთხი „ოქროს გლობუსის“ პრემია დაიმსახურა, თავად ბერტოლუჩი კი იტალიური კინოს ნამდვილ „კლასიკად“ აქცია.

„მოპარული სილამაზე“ (Stealing Beauty, 1996) – ახალგაზრდა ამერიკელი გოგონას ისტორია, რომელიც თვითმკვლელი დედის საიდუმლოს ამოხსნას და საკუთარი თავის პოვნას ტოსკანაში ცდილობს, ლივ ტაილერის წარმატებულ სტარტად იქცა, პარტნიორობა კი, დებიუტანტ მსახიობს უკვე პოპულარულმა ჯერემი აირონსმა და რეიჩელ ვაისმა გაუწიეს.

„მეოცნებენი“ (The Dreamers, 2003) – ბერტოლუჩის ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელსაც ხშირად „კინოალუზიების ნაკრებსაც“ უწოდებენ, სამი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ისევ 1968 წლის სტუდენტური ბუნტის ფონზე ვითარდება. მთავარი როლები ფილმში ევა გრინმა, ლუი გარელმა და მაიკლ პიტმა შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ მეტიუს როლზე, რეჟისორს ლეონარდო დიკაპრიოს და ჯეიკ ჯილენჰოლის მიწვევა სურდა, თუმცა, ორივესგან უარი მიიღო და საკმაოდ რთული პერსონაჟის განსახიერება საბოლოოდ ისევ მაიკლ პიტს ჩააბარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები