LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეტისის გულშემატკივრებმა მოედანი სათამაშოებით გაავსეს (ფოტო)

2488005-51658810-2560-1440

სევილიის „ბეტისის“ ფანებმა მოედანზე რბილი სათამაშოები გადაყარეს – ისინი გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს შეხვდებათ.
ლა ლიგის ბოლო ტურში „ბეტიმა“ შინ 1:1 ითამაშა „ეიბართან“. მასპინძელი გუნდის ფანებმა ძალიან გულისამაჩუყებელ და სწორ საკლუბო ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
„ბეტისის“ გულშემატკივრები სათამაშოებს მოედანზე ისროდნენ. ეს გახლავთ ნაკლებად უზრუნველი ოჯახების მხარდასაჭერი აქცია და იმ პროგრამის ნაწილი, რომლის ფარგლებში კლუბი რეგიონს ეხმარება (ანუ ანდალუსიას) – წერს ტვიტერი When Sunday Comes.
„ბეტისი“ ესპანეთის პირველობაზე მე-6 ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები