LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევერლი ჰილსზე მოსეირნე ნატალი პორტმანი პაპარაცებს არ გამორჩენიათ

323

ცნობილი ქალაქების პრესტიჟული ქუჩები და რაიონები საუკეთესო ადგილია პაპარაცებისთვის, რათა საკუთარ ფირზე ცნობილი ვარსკვლავები აღბეჭდონ. მაგალითად, ორშაბათს ფოტოგრაფების ობიექტივში ნატალი პორტმანი მოხვდა, რომელიც საქმიან შეხვედრებს შორის ბევერლი ჰილსზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მიიჩქაროდა.

ვარსკვლავს თეთრი ფერის მაისური, ჯინსის შარვალი და კედები ეცვა. პაპარაცებმა 36 წლის პორტმანის გადაღება კაფედან გამოსვლის დროსაც შეძლეს, რომლის დროსაც ის ნაყიდი ლანჩით დანიშნულების ადგილზე მიდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ნატალისა და მის მეუღლეს, ქორეოგრაფ ბენჟამინ მილპიედს 6 წლის ვაჟიშვილი და თვეების ქალიშვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები