LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რაც „დელტა“ ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში არასწორია: ივანე ჩხაიძე

801
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ „ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რაც „დელტა“ ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში არასწორია“.

მისივე განცხადებით, „ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, ადამიანებს „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებისგან სხვადასხვა პროცენტით იცავს“.

„ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას. დელტა ვარიანტს სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან, სხვადასხვა პროცენტით, მაგრამ ყველა იცავს. Pfizer-ის ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პროცენტით ეფექტიანია, ვიდრე სხვა ტიპის ვაქცინები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა, არამედ ვაქცინის გაკეთების ძირითადი მიზანი – დაგვიცვას მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, გარდაცვალებისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

პოპულალურები