LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი იმოგზაურე… საკუთარ თავშიც, სხვაშიც, ქვეყნებშიც და ქალაქებშიც”

268
70150989-2482494195135257-8031113927511244800-o

მამა პეტრე კოლხი ვირტუალურ მეგობრებს მოგზაურობისკენ მოუწოდებს. მოგზაურობისკენ როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში, ქვეყნებში და ქალაქებშიც.

“იმოგზაურე, ბევრი იმოგზაურე… საკუთარ თავშიც, სხვაშიც, ქვეყნებშიც და ქალაქებშიც, ყველგან… ერთ ადგილს არ მიეყინო… განვითარდი, ყოველწამიერად შეიცვალე… თავი დააღწიე სულში დადებულ რკინის ბორკილებს… გათავისუფლდი გარემოსგან, ყოფითი პრობლემებისგან, ღუზად ჩამოკიდებული ადამიანებისგან, სიმძიმისგან, კომპლექსებისგან… შენ ხარ საწყისი, სასრული არ არსებობს… არასდროს მთავრდები… სულ იწყები და შენთან ერთად იწყება გამოწვევები, სიახლეები, საიდუმლოს ამოხსნები…

მიენდე ფანტაზიას… მთვარეზე ველოსიპედით აედევნე ვერცხლისფერ ნათებას… შექმენი შენთვის სასურველი სამყარო…

დაიჯერე, რომ მეტი შეგიძლია… ნუ მიეჯაჭვები მიწას… აქ ყველა სახლის საძირკველი სუსტი და დაუცველია… ის მაინც არ იქნება შენი…

სახლი ზეცაში აიშენე… იყავი მასთან, გული სადაც მიგიწევს… შეაღე ყველა დახშული კარი და არ შეუშინდე სიბნელეს…

ხვალ არა, დღეიდან დაიწყე!..” – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები