LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი კომპანია გაჩერდება … ფასები კიდევ გაიზრდება” – რა იმალება კორონაპანდემიის “ფარდის” უკან

157
ფასები

ფასების რეკორდული ზრდა, რასაც “საქსტატი” ოფიციალურად ადასტურებს, ექსპერტებისთვის ნიშნავს, რომ ხვალ მოქალაქეებმა შესაძლოა, ელემენტარული პირველადი მოხმარების პროდუქტებიც ვეღარ იყიდოს. მართალია, სტატისტიკა გასული წლის მაჩვენებლების შეჯამება იყო, რომლის მიხედვითაც მაგ. ხილი 47%-ით გაძვირდა, ასევე მოიტანა რძის ნაწარმის, ხორცპროდუქტებისა და პურპროდუქტების ფასებმა, მაგრამ ხშირად მმართველ გუნდში, ყველაფერს კორონავირუსს უკავშირებენ. რა იმალება კორონაპანდემიის “ფარდის” უკან, ამის გასარკვევად “დღის თემაში” ეკონომისტი ნიკოლოზ შენგელია მოვიწვიეთ.

ექსპერტი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი ვირუსს ბრალდება, არადა სხვა პროცესები მიდის.

“ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილზე, ხორცპროდუქტებზე, რძის ნაწარმზე, პურპროდუქტებზე და ა. შ. გვახსოვს, რომ მთავრობამ 9 პროდუქტის ფასის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა მაკარონზე, შაქარზე, ფქვილზე, წიწიბურაზე ფასები 6-7-დან 15%-მდე გაიზარდა. ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, მოახერხებდა ფასების შენარჩუნებას. მთავრობას უნდა გამოეყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

მთავრობამ სურსათის 9 პროდუქტზე ფასის დაზღვევა დაიწყო

ლევან დავითაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

ამ თვეშიც გაიზრდება ფასები, ივლისიდან კი, იმ პროდუქტებზე, რაც საქართველოში მოდის, შედარებით დაბალი ფასები გვექნება. მიზეზი ის იქნება, რომ მოთხოვნა შემცირდება, გლეხობამ თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე მოიყვანა პროდუქტები. ცუდი ვითარება გვექნება ნოემბრის ბოლოდან. 80% იმპორტირებული პროდუქტია”, – ამბობს ეკონომისტი. 

“ფორტუნას” კითხვაზე, რას უპირისპირებს ხელისუფლება გაზრდილ ფასებს, ეკონომისტმა გვიპასუხა:

“მთავრობა, ფაქტობრივად, არაფერს უპირისპირებს. დღეს კარგად ცხოვრობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სექტორში იყვნენ დასაქმებულები”. 

– (ფორტუნა) ოპოზიცია ითხოვს, რომ შემცირდეს გადასახადები, ამაზე პრემიერის პასუხი იყო ასეთი: ბიუჯეტში საერთოდ არაფერი შემოვაო – სად არის გამოსავალი ?

გადასახადების შემცირება – ეს არის ბიზნესის წახალისება და კარგია. ჩვენც მოვუწოდებდით ადრე ხელისუფლებას, რომ შეემცირებინა გადასახადები. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი კომპანია გაჩერდება, არ გვექნება კარგი მდგომარეობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტში მაინც ნაკლები შევა გადასახადები, სჯობს, შეამცირონ კომპანიებისთვის და გარკვეული პარამეტრები გავაუმჯობესოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები