LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენს შორის რაღაც დაპირისპირებაა… ვიცოდი, რომ გადადგომას აპირებდა – გომელაური გახარიაზე

294
გახ გომ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

გომელაურის თქმით, გიორგი გახარიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ახლაც აქვს.

„ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენს შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო. ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, პირიქით, ჯანსაღია და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში“, -აცხადებს გომელაური.

კითხვაზე, განცხადებამდე იცოდა თუ არა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა, პასუხობს, რომ იცოდა.

„განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს – ელემენტარული პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები