LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც გმირი, პატრიოტი, ნიკა სწორედ ასეთია და ასე ჩაიწერება ისტორიაში” – სოფო ნიჟარაძე

1376
BeFunky-collage (15)

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და პოლიტიკოსის მამას, ანზორ მელიას მხარდაჭერას უცხადებს.

“პირველ რიგში, ნიკა ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, ადამიანურად და მეგობრულად მე მის გვერდით ვარ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, მე როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მის მხარეს ვარ იმიტომ, რომ ის ბრალდება რასაც ნიკას ედავებიან, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ძალიან დიდი უსამართლობა.

მე მგონია ნიკა და ყველა, ვინც დღეს მის გვერდით არის, ისტორიის ნათელ მხარეს არის. ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც გმირი, პატრიოტი, ნიკა სწორედ ასეთია და ასე ჩაიწერება ისტორიაში.

ნიკას მხარეს სიმართლეა და მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ – მიმართა სოფო ნიჟარაძემ ანზორ მელიას ,,მთავარი არხის” ეთერში ჩართვისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები