LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა

206
62600e5d27741172264a02f1f3be76a10548a098

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რესპუბლიკაში ჩავიდა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება. მათი ცნობით, შეხვედრაზე დონბასის მოსახლეობის დასახმარებლად თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასულ მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძვიან. ბიბილოვმა ოკუპირებულ დონეცკში 20 ტონა ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანა.

„ჩვენ გვესმის, რომ თუ იქ არ გავიმარჯვებთ, თუ არ მივაღწევთ გამარჯვებას ამ ნაციზმის ბუნაგში, ხვალ ეს ნაცისტები, საქართველოს რესპუბლიკის ნაცისტებთან ერთად, უკვე სამხრეთ ოსეთში იქნებიან. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, დავამარცხოთ ეს ნაციზმი, ნეონაციზმი, ფაშიზმი“, – განაცხადა ოკუპირებულ დონბასში გამგზავრებამდე, დე ფაქტო პრეზიდენტმა.