LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: კარანტინის დროს მშობლების სტრესის და დეპრესიის მაჩვენებლები იმატებს

79
-116364324-gettyimages-1217358350

დისტანციური სწავლება უარყოფითად არა მხოლოდ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. 2020 წლის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 6,246 მშობელი და მეურვე გამოიკითხა ცხადყო, რომ კარანტინი და მის ფონზე დისტანციური სწავლება ბავშვების გარდა მათზეც უარყოფითად აისახა.

უფროსკლასელთა მშობლები და მეურვეები განსაკუთრებულად შვილების მომავალზე ღელავენ, უმცროსკლასელთა მშობლებს კი აწუხებთ ის საკითხი, რომ ონლაინ-გაკვეთილებს სრულფასოვნად არ შეუძლია ნამდვილი გაკვეთილების შეცვლა. გარდა ამისა, ონლაინ-გაკვეთილების დროს მცირეწლოვნებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა და ყურადღება სჭირდებათ, რაც ორმაგი დატვირთვაა მშობლებისთვის, რომლებიც კარანტინის პირობებში სახლიდან მუშაობენ. 10 წელზე უმცროსი ბავშვების შემთხვევაში მთავარი პრობლემა დისციპლინაა.

შედეგად იმატებს სტრესი, უსუსურობის განცდა და ადვილად გაღიზიანებადობა. განსაკუთრებით მძიმედ კი ეს ყველაფერი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებზე აისახება, რომლებიც შედარებით პატარა ფართობის მქონე ბინებში ცხოვრობენ და ერთმანეთისგან სათანადოდ იზოლაციის  საშუალება არ აქვთ. მეტია სტრესის და დეპრესიის მაჩვენებლები მარტოხელა მშობლებსა და  სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში, როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდა, დეპრესიისა და სტრესის მაჩვენებლებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე წინასაშობაო ლოკდაუნი ამოქმედდა.

მთავარ პრობლემებად, რაც მშობლებს დეპრესიაში აგდებს, ისინი შვილების ცხოვრების ნორმალური რითმის დარღვევას ასახელებენ. გაზრდილი დრო ეკრანთან, ფიზიკური დატვირთვის შემცირება და მუდმივი კამათი ოჯახში საერთო ჯამში ასევე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე.

მკვლევარები, რომლებიც აგრძელებენ პანდემიის პირობებში მშობლებისა და შვილების მენტალურ მდგომარეობაზე დაკვირვებას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისა და შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები