LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბლიოთეკა აუზში – წიგნს უკვე წყალქვეშაც წაიკითხავთ (ფოტოები)

244
Edited-1170

დასვენება ბევრისთვის პირველ რიგში მზესთან, წყალთან და წიგნის კითხვასთან ასოცირდება. არიან ისეთებიც, ვისაც წიგნის კითხვის სურვილი, ალბათ, აუზში ყოფნის დროსაც გასჩენიათ… ის, რაც აქამდე არარეალური იყო, დღეს მიუღწეველ ამბავს ნამდვილად აღარ წარმოადგენს.

დიახ – პირველად კაციობრიობის ისტორიაში, წყალქვეშა ბიბლიოთეკა შეიქმნა.

coastalliving.com-ის ინფორმაციით, აშშ-ში მდებარე 2 სასტუმროს The Gates Hotel-სა და 24° North Hotel-ს უცნაური სერვისი დაემატა და ეს სწორედ წყლის ბიბლიოთეკაა. ორივე სასტუმროს დამსვენებლებს კითხვა პირდაპირ აუზში შეუძლიათ. საუბარია არა პლანშეტიდან ან სხვა ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობიდან კითხვაზე, არამდე საუბარია წიგნზე, რომლის გადაფურცვლა და წაკითხვა წყალშია შესაძლებელი. წიგნები დაბეჭდილია წყალგამძლე მასალებით და ისინი წყალში დიდი ხნით ყოფნის შემთხვევაშიც არ ზიანდება.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წიგნები ამ ორი სასტუმროს აუზში ტივტივებს. მკითხველს სასურველი წიგნის არჩევა და წაკითხვა წყლის ქვეშვე შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები