LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიჭებო, მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ, ლოცვა–კურთხევას გაძლევთ“ – მღვდელმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობის კურთხევა მისცა (ვიდეო)

430
BeFunky-collage (3)

ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ მრევლს ამბიონიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტის “გაკოჭვისკენ” და პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“აი, ასეთი თავხედობა ჩვენ ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცი რომელიმე გადით, სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოიჭრა ტელეგადამღებები და ასე თავხედურად გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა კურთხევას გაძლევთ. ანახებენ რანაირი სპორტსმენები გაუზრდია და რანაირი ძალა გვაქვს იმასაც… ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. 3-4 კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრუკები ხართ. ასე ჩავაბაროთ პატრულს”, — თქვა სასულიერო პირმა წირვის დროს.

“მთავარი არხის” გავრცელებულ ვიდეოში დეკანოზი ჟურნალისტს ეკითხება, ტაძარში როცა შევიდა, ჰკითხა თუ არა ვინმეს, რაზეც ჟურნალისტი უხსნის, რომ ამისთვის ნებართვა არ სჭირდება.

საპასუხოდ, კარკაძემ ეკლესიაში შესვლა ტელევიზიაში შესვლას შეადარა და იკითხა, მისცემენ თუ არა უფლებას პირდაპირ შევიდეს “მთავარი არხი” შენობაში.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1055065111532816/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები