LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭს, რომელიც უფულობის გამო ექსკურსიაზე ვერ წავიდა, თემურ ჭყონია დაეხმარა (ვიდეო)

5318
pjimage

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გვერდმა “სიკეთის ქალაქი” ვიდეო გაავრცელა კასპში მცხოვრები 9 წლის ბიჭზე, რომელიც ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს. 9 წლის ალეკოს ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახარებაა. საკვები უფასო სასადილოდან მოაქვთ, მხოლოდ ერთი ადამიანის ულუფა დღეში. ბავშვი ნერვიულობდა, რადგან უფულობის გამო ექსკურსიაზე ვერ მიდიოდა. ვიდეოს გავრცელებიდან მალევე ბიზნესმენმა, “კოკა-კოლას” პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ ბიჭის დახმარება გადაწყვიტა.

“ამ პატარა ბიჭისათვის ეს ახალი წელი ოცნებების ასრულების წელია.
ბედნიერები ვართ სულ ახალი ინფორმაციით. დაგვირეკა თემურ ჭყონიამ და მან დახმარება შემოგვთავაზა კასპში მცხოვრები ალეკო ბუთხუზისათვის. ბატონმა თემური მოგვაწვდის თანხას, რომ ალეკო თავის და-ძმასთან ერთად ჩავიყვანოთ თბილისში და შევუძინოთ მათ ტანსაცმელი, რაც ესაჭიროებათ ასევე ბატონი თემური საკუთარ თავზე იღებს ოჯახზე ზრუნვას… მისი დახმარებით ოჯახს გაუკეთდება სახლში რემონტი და მოუწესრიგდება საცხოვრებელი პირობები, შეუძენენ ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. მადლობა მინდა ვუთხრა ამ სიკეთისათვის „კოკა-კოლას“ პრეზიდენტს თემურ ჭყონიას. დიდი მადლობა თითოეულ ქართველს ამ ბიჭის დახმარებისათვის, სწორედ მათი დახმარებით შეგროვდა სულ ერთ დღეში, რამდენიმე თვის სამყოფი საკვები მარაგი. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ემიგრანტებს ამ დახმარებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ალეკო ბუთხუზის გამო შეგვეხმიანა. ბევრი ადამიანი ჩავიდა და დაეხმარა ოჯახს, შეგროვებულია 5-6 თვის საკვების მარაგის თანხა, გადახდილია ოჯახის ვალი, ასევე ოჯახს დღეიდან აღუდგება წყლის მიწოდება… გასტუმრებულია წყლის დავალიანება. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კასპის სოციალურ სააგენტოს ხელმძღვანელს და მის თანამშრომლებს, ამ ორი დღის განმავლობაში დახმარებისა და თანადგომისათვის. ეს ოჯახი ვიდეოს დადებამდეც იღებდა ყველა იმ დახმარებას, რაც გათვალისწინებული იყო სახელმწიფო პროგრამით.
მადლობა ხალხს ამ სიკეთისათვის ეს ყველაფერი ერთად შევძელით ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ” – წერია “სიკეთის ქალაქის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები