LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინა ივანიშვილის მეუღლე გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა დღე­საც” – ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე საუბრობს

341
უსათაურო დიზაინი (3)

“ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი, მე არ დამიკარგავს, ჩემ­თვის ის დღე­საც მე­გო­ბა­რია, თუ ჩვენ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ენა­ზე ვი­სა­უბ­რებთ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერში გადაცემა “ლანჩთა­იმ­ში” განაცხადა.

მან ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან ძალიან ბევრი კარგი ახსოვს:

“მე­გო­ბა­რი, მე არ და­მი­კარ­გავს, ჩემ­თვის ის დღე­საც მე­გო­ბა­რია, თუ ჩვენ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ენა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. მისი პი­რა­დი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა იყოს და­ცუ­ლი, მისი ოჯა­ხის…

ეკა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა დღე­საც, მისი მე­უღ­ლე. ჩვენ ვგავ­დით ძა­ლი­ან, მე ხომ პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ვარ, იდე­ა­ლურ სამ­ყა­როს ვე­ძებ. რა­ღაც რომ მოხ­დე­ბო­და, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, იმან მგო­ნი ფუ­ლის­კენ გა­ი­ხე­და – მეთ­ქი… მე­უბ­ნე­ბო­და, ერთი მყავს სახ­ლში პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი და ახლა შენ და­ე­მა­ტეო.

რა თქმა უნდა, მაკ­ლია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რმა ეს არ იცის და ჩვენ 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით. ოჯა­ხი გაშ­ვე­ბუ­ლი მყავ­და და მათ­თან ვჭამ­დი და ვსვამ­დი. გავ­ხიზ­ნე ჩემი ოჯა­ხი, ჩემი შვი­ლი სა­შიშ ასაკ­ში იყო და საკ­მა­ოდ მწვა­ვე პრო­ცე­სი იყო და მე­ში­ნო­და მის­თვის რამე არ მო­ე­წყოთ. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო, რაც დღემ­დე არ­სად არ მით­ქვამს და არც ვა­პი­რებ. ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი მახ­სოვს მის­გან და ამის­თვის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. გულ­წრფელს ვამ­ბობ და არა ან­გა­რე­ბით გა­კე­თე­ბულს.

რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყო, ჩემი მხრი­დან დღემ­დე ასეა. ჩვენ რომ ვშორ­დე­ბო­დით, ბოლო სა­უ­ბა­რი ურეკ­ში გვქონ­და, სა­დაც ჩემი სა­ბო­ლოო უა­რის შემ­დეგ ის ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა და გაბ­რაზ­და. იმ დღეს არ წა­მო­ვე­დით, უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და არ მინ­დო­და ასეთ ნა­ჩხუ­ბარ ნო­ტა­ზე დავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით, დავ­რჩით. მე­ო­რე დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ, მე, ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა და ეკა. მა­შინ ვუ­თხა­რი ბი­ძი­ნას, დღე­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მეც ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მინ­და გახ­სოვ­დეს, რომ ყო­ველ­თვის შენ და შენი ოჯა­ხი ჩემ­თვის ძვირ­ფა­სე­ბი იქ­ნე­ბით-მეთ­ქი. ეს იყო ჩემი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო ფრა­ზა და­შო­რე­ბის მო­მენ­ტში.

იმის შემ­დეგ, კი­დევ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ ასეთ თე­მებ­ზე აღარ გვი­სა­უბ­რია. ეს აღ­მოჩ­ნდა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი ფრა­ზა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მის­თვის შე­იც­ვა­ლა კი­დეც. არ მინ­და, ეს და­ვი­ჯე­რო, რომ თა­ვი­დან­ვე რომ მე­უბ­ნე­ბო­და მე­გობ­რე­ბი ვარ­თო, ეს თა­მა­ში იყო, მაგ­რამ არ მინ­და, რომ ეს ასე იყოს”, – თქვა გია ხუხაშვბილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები