LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ  ასაკში, გარდაიცვალა ვაქცინის მიღების შემდეგ…“

637
bidzinakulumbegovi2021

ცნობილი ალერგოლოგი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აქვეყნებს პრესტიჟული გამოცემის, „ბლუმბერგის“ ახალ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ნორვეგია ვაქცინაციის უარყოფითი მხარეების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის გაკეთება 80 წლის ზევით შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუკი ადამიანს სხვა დაავადებებიც აწუხებს. ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 80 წელს გადაცილებული 23 პაციენტი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი წერს:

„23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ  ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ.

ვაქცინაციის პირველი მომხრე მე ვარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ფაქტების ინგორირება დაუშვებელია, დაველოდოთ სამედიცინო გამოძიების შედეგებს!

იმედია, სასწორის ორი  პინა სადაც რისკი და სარგებელია,  რისკის მხარეს არ გადაიწონება!“

 

ისევ „ბლუმბერგის“ სტატიას თუ დავუბრუნდებით, ნორვეგიელი ექიმები მიიჩნევენ, რომ 80 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის ვაქცინაცია შესაძლოა არარელევანტური და არასაჭირო აღმოჩნდეს. ამ დრომდე ნორვეგიაში 33000-მდე ვაქცინა გაკეთდა, მათ შორის უმეტესი არის „ფაიზერის“ პირველი დოზები, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს განეკუთვნებოდნენ. ასევე გამოიყენება „მოდერნას“ ვაქცინებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები