LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „ჩინური ვაქცინაც რომ შემოვიდეს, მზად ვარ, გავიკეთო!..“

143
bidzinakulumbegovi2021

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციიას თემას ჟურნალ „სარკესთან” მიმოიხილავს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალის ახალ ნომერში დაიბეჭდა.

ბიძინა კულუმბეგოვი:

„ებრაელებმა, რომლებიც ჭკუისა და სიბრძნის სიმბოლოები არიან, ქვეყნის 70% უკვე აცრეს. ეს ვაქცინები რომ საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანებისთვის, პირველ რიგში, ისრაელი დააპაუზებდა და არც ერთ მოქალაქეს არ აცრიდა…“

„ვაქცინა დნმ-ს ვერაფრით შეცვლის და ეს გაუნათლებლობის ამბავია. ამის პოტენციალი არ არის ბიოლოგიურად – ერენემი დნმ-ად ვერ გადაიქცევა. მაშინ ავად რომ გავხდებით, გაციების დროს დნმ უნდა გვეცვლებოდეს…“

„რომელიც მომიწევს პრიორიტეტული ჯგუფის მიხედვით, იმ ვაქცინას გავიკეთებ. ეს იქნება საჯარო, ისე, როგორც ბევრი ჩემი სხვა კოლეგა აკეთებს. ვაცნობიერებ რა, რომ ვაქცინის სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე მისი შესაძლო რისკი, თუ რა შეიძლება დამემართოს ვირუსის შეხვედრის შემდეგ, აუცილებლად გავიკეთებ.

ვაქცინა, რომელიც შემოვა, მზად ვარ გავიკეთო, ჩინურიც რომ იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები