LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „ჩვენს ქვეყანაში არის არაერთი მილიონერი, რომელსაც შეეძლო, ქვეყნისთვის ვაქცინის ერთი მილიონი დოზა ეჩუქებინა…“

377
bidzinakulumbegovi202120

ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ფორმულასთან“ საუბარში ახსენებს იმ იდეას, რომელიც მას ვაქცინაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაუჩნდა. კერძოდ, ექიმი მოუწოდებს მილიონერებს, რომლებიც არაერთია ჩვენს ქვეყანაში, შეიძინონ ვაქცინის დოზები და საქართველოს აჩუქონ.

ბიძინა კულუმბეგოვი:

მე არ მჯერა, რომ აქ ვიღაც მოლაპარაკებებშია ქარხნებთან და ხუთი თვის შემდეგ გვექნება აურაცხელი ოდენობის ვაქცინა, როგორც ეს კანადის შემთხვევაშია, მას შეკვეთილი აქვს ხუთჯერ მეტი ვაქცინა, ვიდრე მის მოსახლეობას სჭირდება. ჩვენი მთავარი მომწოდებელი არის „კოვაქსი“. უნდა ვიცოდეთ, რომ „კოვაქსზე“ დღეს არც ერთი ვაქცინა არ დევს… ჩვენ რისკების წინაშე ვდგავართ…

უნდა მოვიხმოთ გონივრული ლოგიკა –  ბოლო ფაზაშია გასული „ასტრაზენეკას“, რომელსაც დამთავრებული აქვს მესამე ფაზის კვლევა. დიდმა ბრიტანეთმა და რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. მას აქვს „კოვაქსის“ პლატფორმისთვის მიცემული წინასწარ პირობა, რომ ინდოეთში დაამზადებს 900 მილიონ დოზას და „კოვაქსს“ მისცემს, ამიტომ „ასტრაზენეკა“ ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურება. შეიძლება, „ფაიზერის“ სიმბოლური დოზები შემოვიდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება საყოველთაო.

ისრაელს, მაგალითად, წინასწარ ჰქონდა გადახდილი გადახდილი მილიონები არარსებულ ვაქცინებში… ჩვენს ქვეყანაში არის არაერთი მილიონერი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეეძლო ქვეყნისთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინა და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთი მილიონი დოზა საკუთარი ფინანსებით და კონტაქტებით ქვეყნისთვის ეჩუქებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები