LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ, არ ვთვლი, რომ ოჯახის შექმნას ვაგვიანებ…“

1566
bidzinakulumbegovinewsjune345

ცნობილი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოჯახის შექმნას უბრალოდ იმიტომ, რომ ოჯახი ჰყავდეს, არ აპირებს. როგორი ქალი მოხიბლავს ექიმს, გაეცანით ამონარიდს ჟურნალ „სარკის“ ინტერვიუდან.

ბევრი არაფერი ვიცით ექიმობის მიღმა თქვენს პირად ცხოვრებაზე. არადა პერსპექტიული  და სასურველი სასიძო ხართ.

ბიძინა კულუმბეგოვი:

ოჯახს ოჯახის გამო არ შევქმნი, ჩემთვის მნიშვნელოვანია სიყვარული. როცა შემიყვარდება, ამ გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.

მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ, არ ვთვლი, რომ ოჯახის შექმნას ვაგვიანებ. ჩემი დიდი ოჯახიც ლიბერალურია. შემომაპარებენ ხოლმე, რომ შვილიშვილი უნდათ, მაგრამ ამის იქით დაძალება არ მიდის.

კარიერაზე ორიენტირება ხომ არ გიშლით ხელს ოჯახის შექმნაში?

ბევრი მინახავს ისეთი, რომლებიც კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები არიან, ამიტომ საქმეს ამ კუთხით არ განვიხილავ. როცა სწორად იპოვი ბალანსს, პირიქით, ოჯახი უფრო დაგეხმარება კარიერულ წინსვლაში.

თქვენი რჩეული შეიძლება იყოს თეთრხალათიანი თუ გაურბიხართ ამ პროფესიის ადამიანებს პირად ურთიერთობებში?

ჩემთვის ტაბუირებული პროფესიები არ არსებობს.  შეიძლება არ გინდოდეს სახლშიც სამედიცინო თემებზე საუბარი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვერდით ექიმ ქალს ვისურვებდი ან არ ვისურვებდი.

ჩემთვის მთავარია, გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელიც  მიზანმიმართული და წარმატებული იქნება თავის პროფესიაში. მყარი და ძლიერი უნდა იყოს. სუსტი ქალი არ მხიბლავს. ჩემი ოჯახი უნდა იდგეს განათლებასა და ერთგულებაზე. ზუსტად ვიცი, რომ  სიმდიდრეზე ვერ იდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები