LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება – ვის ეკუთვნის ბუსტერდოზების გაკეთება

329
kulumbegovibidzina20

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვრცლად განმარტავს, თუ ვისთვის არის დაშვებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ბუსტერი.

გთავაზობთ ცნობილი ექიმის პოსტს:

„- 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთება შეუძლიათ ნებისმიერი ვაქცინით (სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი)

– მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირის ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ, ანუ ვისაც სინოფარმი/სინოვაკი აქვს გაკეთებული და აუცილებლად სჭირდებათ ფაზერით აცრა,  შეიძლება მისი გამოყენება ბოლო ვაქცინაციიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.

– კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,“ფაიზერით“ აცრა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მხოლოდ  ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი.

პ.ს. იმუნიზაციის საბჭოს ბევრ წევრს hქონდა განსხვავებული მოსაზრება აღნიშნულ სქემებთან დაკავშირებით,  მაგრამ ეს კოლექტიური ორგანოა და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც კონსესუსს ეფუძნება.

აიცერით და იყავით მაქსიმალურად დაცული!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები