ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება:

„ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ!!! კვლევა ჯერჯერობით ჩატარებულია მხოლოდ თაგვებზე, განკურნების ეფექტი 100%. ავტორების ინფორმაციით მალე დაიწყება ადამიანებზე ვაქცინის ეფექტურობის შეფასება“, – წერს ცნობილი ექიმი და გამოცემა http://stm.sciencemag.org-ის პოსტს აქვეყნებს, სადაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე ბოლო ინფორმაციაა განთავსებული. ამავე სიახლეს დღეს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდზე ვხვდებით.

ცნობილი ხდება, რომ ვაქცინა ორი ტიპის ანტისხეულისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი ადამიანზე უკვე დაიტესტა და მისი მოხმარება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მეორე ტიპის ანტისხეულმა კი გამოცდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა კლინიკებში გაიარა.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პრეპარატის ერთჯერადი შეყვანაც საკმარისია, რათა ორგანიზმს ნებისმიერი სახის ავთვისებიანი წარმონაქმნისგან დამცავი ბარიერი შეუქმნას. იმუნურის სისტემის სტიმულატორების თაგვებზე გამოცდამ 100%–იანი შედეგი გამოიღო, მეტასტაზები მთლიანად გაქრა.

ამჯერად ვაქცინა გამოცდას იმ ადამიანებზე გადის, რომლებსაც ლიმფომის დიაგნოზი აქვთ. როგორც პრეპარატის შემქმნელები ამბობენ, ეს უდიდესი ნაბიჯია იმუნოთერაპიაში, რადგან ვაქცინა ყველა ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მსგავსი თემები