LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა წადი! მიშა მაგარია! – აქციაზე ძველ სიმღერაზე იცეკვეს

483
3

მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე, გადაკეტილი გზები და მთავრობის გადადგომის მოთხოვნები, საქართველოში უკვე არავის არ უკვირს. საზოგადოება იმდენად მიეჩვია პროტესტის აღნიშნულ ფორმას, რომ მიტინგზე გამოსულებს ხანდახან ავიწყდებათ რომელი წელია ან ვის წინააღმდეგ იმართება აქცია. ქართული პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე ხშირი მთავრობის გადადგომის მოთხოვნებია, როდესაც ხელისუფალზე განაწყენებული ხალხი მთლიანად რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის.

არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ალბათ იშვიათია შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს ჯერ გადადგომისთვის რამდენიმე აქციას მოუწყობ, მერე ქვეყნიდან გააქცევ, მერე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავ, მერე დაპატიმრებით დაემუქრები, მოქალაქეობას ჩამოართმევ, მაგრამ 8 წლის შემდეგ იგივე პრეზიდენტი “მაგარი” რომ აღმოჩნდება. ასე ფიქრობს ის ხალხი, ვინც ცხელ კოცონთან ძველი სიმღერის ფონზე გახურება სცადეს.

17 ნოემბრის აქციაზე, მოქალაქეების ნაწილმა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ, კოცონთან „მიშა მაგარია“ იმღერეს. ვიდეომასალა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გაავრცელა. კადრებში ჩანს და ისმის, როგორ მღერიან და ცეკვავენ მოქალაქეები წინა ხელისუფლის „სადიდებელ“ სიმღერაზე.

 

2012 წელს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებით გადარჩეული მთავრობა და ქართული ოპოზიცია გაერთიანდა ერთი იდეის – არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების გარშემო. მათ ორგანიზება გაუკეთეს მრავალათასიან საპროტესტო აქციას. პარლამენტი პიკეტირებულია. საკანონმდებლო ორგანოსთან კარვებია გაშლილი. ამ დროს კი ვინ უფრო „მაგარია“ საკითხავია: მიშა, რომელიც 8 წლის წინ გავაგდეთ, თუ ბიძინა, რომელსაც ახლა ვუპირებთ გაგდებას.

“ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია” – მიხეილ სააკაშვილი

 

გავიხსენოთ კლიპი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები