LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეიტსის პროგნოზი: ,,ნორმალურ ცხოვრებას ერთ-ორ წელიწადში დავუბრუნდებით”

843
bilgatesnewsss

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ბილ გეიტსი მუდმივად განცხადებებით გამოდის მედიაში, რადგან ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი სწრედ მისი საქველმოქმედო ფონდია. რამდენიმე დღის წინ გაზეთთან Le Figaro-სთან ინტერვიუში გეიტსმა მორიგი პროგნოზი გააკეთა.

,,ნორმალურ ცხოვრებას მაქსიმუმ ორ წელიწადში დავუბრუნდებით, მანამდე კი, პირველი ეტაპის დაძლევაა საჭირო, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის ხელმეორედ განმეორება. საჭიროა ტესტირების სისტემის შემუშავება, რომელიც დაინფიცირების რაიონების დაკვირვების და გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს. ვფიქრობ, ძველი ცხოვრების წესს ვერასდროს დავუბრუნდებით, რადგან ადამიანებს ყოველთვის ექნებათ მუტირებული ვირუსის დაბრუნების შიში და ვერაფერი დაამშვიდებთ, სანამ საიმედო ვაქცინას ან მკურნალობი მეთოდს არ შევთავაზებთ”, – აღნიშნა გეიტსმა.

ვირუსისგან ერთადერთ ხნსნად ამერიკელი ბიზნესმანი ვაქცინას მიიჩნევს, რომლის შემუშავებასაც თვითონ აფინანსებს, თუმცა მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულება “გეიტსის ვაქცინის” მიმართ არაერთმნიშვნელოვანია, რადგან ბევრი დარწმუნებულია, რომ გარკვეულ ჯგუფებს პანდემია სწორედ ადამიანების ვაქცინით ჩიპირებისთვის სჭირდებათ, რათა მარტივად მართონ პლანეტა და ნებისმიერ მომენტში შეამცირონ ან გაზარდონ მოსახლეობა.

არ შეცვლილა არც ჯადაცვის ორგანიზაციის დამოკიდებულება COVID-19-ის მიმართ, რამაც გაღიზიანებულ დონალდ ტრამპს ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა აიძულა, რადგან ჩათვალა, რომ ექპერტებმა ვერ შეძლეს ვირუსის სათანადოდ შეფასება და რეალური პროგნოზის გაკეთება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები