LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეიტსის რჩევები – ფორტუნა აკადემია

661
BIll-Gates

ბიზნესმენი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი ფორბსის 2019 წლის მონაცემებით 96.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლისთვის Microsoft-ში 144,106 ადამიანია დასაქმებებული მსოფლიო მასშტაბით. ინტერესი კომპიუტერის მიმართ გეიტსმა პატარა ასაკშივე გამოამჟღავნა. მისი ხელმძღვანელობით „Microsoft“-ი ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა.

ცნობილია, რომ ბილ გეიტსი და მისი მეუღლე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით. თავისუფალ დროს იგი გატაცებულია გოლფისა და ტენისის თამაშით, ასევე უყვარს ანტიკვარული ნივთების შეძენა. ერთ-ერთ აუქციონზე ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერთა კოლექციაც შეიძინა.

გთავაზობთ ბილ გეიტსის რჩევებს:

  1. თუ გაუგებრობაში აღმოჩნდები, ნუ დააბრალებ შენს მშობლებს, ნუ იტირებ შენი შეცდომების გამო, არამედ ისწავლე მათგან.
  2. სკოლაში არიან ლუზერები და გამარჯვებულები, მაგრამ ცხოვრებაში არა. შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდე და დაიწყო ახალი ცხოვრება.
  3. ცხოვრება ხშირად არასამართლიანია და ამას უნდა შეეგუოთ.
  4. ის რასაც ტელევიზორში აჩვენებენ ხშირად არ ჰგავს რეალობას, სინამდვილეში ადამიანები ბევრს მუშაობენ.
  5.  ნუ დასცინით “წიგნის ჭიებს”, შესაძლოა ისინი თქვენი უფროსები გახდნენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები