LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშმა სიმღერა No Time To Die ცოცხლად  პირველად შეასრულა (ვიდეო)

401
bllshs-newss

ბილი აილიშისთვის ბრიტანული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია The BRIT Awards 2020 „გრემივით“ ტრიუმფალური აღმოჩნდა. 18 წლის მუსიკოსი ,,წლის საერთაშორისო არტისტად” დასახელდა. გამარჯვებული სცენაზე მელანი სიმ გამოაცხადა, რომელმაც თავად ემოციები ვერ შეიკავა, როცა გამარჯვებულის სახელი კონვერტიდან ამოიკითხა. ემოციურად შეხვდა გამარჯვებას თავად აილიშიც და სამადლოებელი სიტყვის წარმოთქმისას ცრემლები ვერ შეიკავა.

საღამოს მომღერალმა დაუვიწყარი პერფორმანსითაც დაგვამახსოვრა თავი. ბილიმ პირველად ცოცხლად შეასრულა ახალი „ჯეიმს ბონდის“ საუნდტრეკი. სიმღერაზე No Time To Die მუსიკოსს აკომპანემენტს სიმფონიური ორკესტრი უწევდა. ამ უნაკლო შესრულებას დღეს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურემა აქვს. სავარაუდოდ, სიმღერა მომდევნო წელს ყველა წამყვანი დაჯილდოვების ფავორიტი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები