LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი პორტერის კაბა „ოსკარზე“, რომელმაც წითელი ხალიჩა გადაფარა (ფოტო)

2485
bili-porter

„ოსკარების“ დაჯილდოების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, წითელი ხალიჩაა. ცხადია, ამ მხრივ წლევანდელი დაჯილდოებაც გამორჩეული იყო, თუმცა ბილი პორტერის ლუქმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ცნობილი სასცენო წამყვანი და მუსიკოსი წითელ ხალიჩაზე ყველაზე უცნაური სამოსით, „კრისტიან სირიანოს“ შავი ფერის, კაბა-ფრაკით გამოჩნდა. ეს კაბა იმდენად გრძელი და ჰაეროვანი იყო, რომ მას რამდენჯერმე დამხმარე პერსონალის დახმარება დასჭირდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბილი პორტერის კაბა „ოსკარზე“ წლის მთავარი ლუქი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები