LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებს 100 ონლაინ კლინიკა ემსახურება, რაც უპრეცენდენტო რიცხვია: თენგიზ ცერცვაძე

198
1583948115-ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია.

“სისტემა არათუ მოუმზადებელია, არამედ ის არის მზად, როგორც არასდროს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, იგულისხმება ოჯახის ექიმები და ონლაინკლინიკები.

„60 ონლაინ კლინიკა იყო და 40 დაემატა. ახლა ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებს 100 ონლაინ კლინიკა ემსახურება, რაც უპრეცენდენტო რიცხვია. სტაციონარში კი 8 000 საწოლია მობილიზებული და მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი, 4 500 საწოლია დაკავებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები