LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინებზე მოთხოვნა თბილისში უფრო და უფრო იზრდება

112
715x400_3

თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია უძრავი ქონების თვალსაზრისით. განსაკუთრებულად მზარდი მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე შეინიშნება. ახალ – ახალი კორპუსები თუ საცხოვრებელი კომპლექსები ელვის სისწრაფით ემატება დედაქალაქს და ასევე სწრაფად „პოულობს“ ახალ ბინადრებს.

გარდა ახალაშენებული კორპუსებისა მაძიებლების ინტერესს ასევე იწვევს მეორეული სახლებიც, რომლებსაც ტენდენციიდან გამომდინარე, ახალ პროექტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ზოგადად, უძრავი ქონების ღირებულებაზე ყველაზე დიდ გავლენას ადგილმდებარეობა ახდენს. ერთი და იმავე ფართისა და მდგომარეობის ბინას ქალაქის პრესტიჟულ უბნებში უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე გარეუბნებში.

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, დაბინძურებული გარემოდან და ხმაურიდან თავის დაღწევის მიზნით, აქტუალური ხდება ქალაქის მახლობლად, ან თუნდაც ისეთ გარეუბანში საცხოვრებლად გადასვლა, სადაც მეტი სიმწვანე, სუფთა გარემო და სიმშვიდეა.

ერთ-ერთი ასეთი უბანი დიღომი და დიდი დიღომია. მათ სხვა უბნებთან შედარებით ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ სიმწვანე, კორპუსებთან ახლოს მოწყობილია სკვერები, სადაც შესაძლებელია დასვენება და განტვირთვა. შეიძლება ითქვას, რომ დიდი დიღომი ახლა განაშენიანების პროცესშია, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. მართალია, აქ მეტრო არ არის, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქტიურად დადის და გადაადგილების პრობლემას არ უქმნის იქ მაცხოვრებლებს, მათ კი ვისაც მანქანა ჰყავს, 15-20 წუთში შეუძლიათ მოხვდნენ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. აქტიური მშენებლობებიდან გამომდინარე, დიდ დიღომში ახალაშენებული ბინების სიმრავლე შეინიშნება, აქ კვადრატულის ფასი 2000 ლარიდან იწყება 3500 ლარამდე ადის.

საბურთალო ვაკის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია. ფართობით საკმაოდ დიდია და საცხოვრებელი ქონების მრავალფეროვნება შეინიშნება. აქ შეხვდებით როგორც ძველ პროექტებს, ასევე ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს და ახალაშენებულ, კომფორტულ კორპუსებს. საბურთალოზე წარმოდგენილი მშენებარე უძრავი ქონებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია აპექს დეველოპმენტი, რომლის საცხოვრებელი კომპლექსიც გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი იერსახით და მშენებლობის მაღალი ხარისხით. აპექს დეველოპმენტის მიმდინარე პროექტი – აპექს ლისი მოიცავს 4 ბლოკს, რომელთა მშენებლობა 2022 წლის დეკემბერში დასრულდება და ახალ მობინადრეებს ბინები მწვანე კარკასის კონდიციით ჩაჰბარდებათ. აპექს ლისის მთავარი უპირატესობებია: ადგილმდებარეობა – ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ლისის ტბასთან ახლოს; მშენებლობის ხარისხი – პროექტში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები; ხედი თბილისზე ყველა ბლოკიდან. აქ კვადრატულის ფასი 2940 ლარიდან იწყება და 3900 ლარამდე ადის.

საბოლოო ჯამში, ადამიანები საცხოვრებლის შერჩევისას გადაწყვეტილებას მაინც მათი ხასიათისა და ცხოვრების წესის მიხედვით იღებენ, ზოგიერთს ურჩევნია ქალაქთან ახლოს იცხოვროს, მწვანე გარემოში და 10 წუთით მეტი გაატაროს გზაში, ზოგისთვის კი ქალაქის ცენტრალურ უბანში ცხოვრებას არაფერი შეედრება და მთავარი სიამოვნებაა ისაა, რომ დედაქალის მაჯისცემაზე უდევს ხელი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები