LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინის ქირაობა თბილისში

166
715X400

თუ თბილისში ბინას ქირით ეძებთ, უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. დედაქალაქში რთულად მოიძებნება ისეთი კორპუსი, სადაც ბინა არ არის გაქირავებული, ან არ ქირავდება. ქირაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ხალხშიც გაჩნდა ინტერესი ამ გზით მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

ბინების ქირაობა დღიურად

ბოლო წლებში გაჩნდა ბინების დღიურად გაქირავების ტენდენცია, რომელმაც საკმაოდ მალე მოიკიდა ფეხი და დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ბინების დღიურად გაქირავებაზეა.

ქონება, რომელიც დღიურად ქირავდება, ბუნებრივია უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას, უნდა იყოს სრულად მოწყობილი და აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით, რათა დამქირავებელმა ის გამოიყენოს სასურველი მიზნით – ქალაქში რამდენიმე დღით დასარჩენად, სტუმრების მისაღებად, მცირერიცხოვანი შეკრებისთვის და.ა.შ. შეზღუდვების შემოღებამდე, ღონისძიებებისთვის, ცხელ სეზონზე უფრო აქტუალური აუზიანი სახლების ქირაობა იყო, რასაკვირველია, ასეთი ტიპის სახლის ქირაობა უფრო დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, ვიდრე თუნდაც ახალაშენებულ კორპუსში მდებარე ბინის.

თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში ახალაშენებულ კორპუსში 2 ოთახიან ბინას დღიურად 70-100 ლარის ფარგლებში იქირავებთ, ვაჟა – ფშაველას გამზირზე, წერეთლის ქუჩაზე 60 ლარიდან იწყება ფასები და რიგ შემთხვევაში 250-300 ლარამდეც ადის, ვაკესა და ბაგებში ფასები 80 ლარიდან იწყება და 1000 – 1200 ლარამდე ადის, ხოლო გლდანი- ვარკეთილის ტერიტორიაზე 30-40 ლარადაც  შეიძლება ნახოთ და 100 ლარადაც.

ბინის ქირაობა გრძელვადიანი პერიოდით

სხვაგვარადაა საქმე ბინის გრძელვადიანი პერიოდით ქირაობისას. ამ შემთხვევაში უპირველესად უნდა განისაზღვროს, ბინა გსურთ მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იცხოვრებენ, თუ სტუდენტების, ან ახალდაქორწინებული წყვილისთვის. უნდა იდგეს საჭირო ავეჯი, თუ თავად უზრუნველყოფთ ამ საკითხს, ახალაშენებულ კორპუსზე გაქვთ მოთხოვნა, თუ იტალიურ ეზოს, ან მეორეულ ბინაზეც ხართ თანახმა? ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან, თითოეული მათგანი ადგილმდებარეობასთან ერთად ახდენს გავლენას ფასზე.

როგორც წესი ე.წ. იტალიურ ეზოში ბინის ფასები შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე კორპუსში.

უბნების მიხედვით რომ განვსაზღვროთ გრძელვადიანი პერიოდით ბინის ქირაობის ღირებულება, სიტუაცია დაახლოებით ასე გამოიყურება – საბურთალოზე 3 ოთახიან, გარემონტებული ბინას ავეჯით 800-დან 1800 ლარამდე ფასში იქირავებთ, მთაწმინდაზე, კერძოდ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ე.წ იტალიურ ეზოში 400 – 1000 ლარადაც ნახავთ ქირით, თუმცა, ამავე უბანში, ახალაშენებულ კორპუსში იმავე ფართის ბინის ქირაობისთვის – მინიმუმ 1800 ლარი დაგჭირდებათ ზედა ზღვარი კი 5000 ლარამდეც ადის. კრწანისი – ორთაჭალაში საშუალო დონის რემონტითა და ავეჯით ბინა რომ იქირაოთ თვეში დაახლოებით 400 – 900 ლარი უნდა იანგარიშოთ, ახალაშენებულ, ახალგარემონტებულ ბინისთვის კი – 1400 ლარი და უფრო მეტი დაგჭირდებათ.

ქირის თვალსაზრისით გარეუბნებში ბინები მაინცდამაინც იაფი არ არის, თუმცა ცენტრალურ უბნებთან შედარებით ნამდვილად ხელსაყრელი ფასებია, მაგალითად, თემქა, გლდანი, მუხიანი – ძველ კორპუსებში 2 ოთახიან ბინას 700 , მაქსიმუმ 1000 ლარი სჭირდება, ახალაშენებულ კორპუსებში კი ფასები აქაც ზევით მიიწევს და რიგ შემთხვევაში 2500-3000 ლარს სცდება.

ბინის სასურველ თანხაში მოსაძებნად საუკეთესო ვარიანტი Area.ge -ია, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, იქირაოთ თქვენზე მორგებული ბინა თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები