LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი „გრემის“ დაჯილდოებაზე ქალიშვილთან ერთად მივიდნენ (ფოტო)

229

ნიუ-იორკში გამართულ „გრემის“ რიგით 60-ე ცერემონიაზე ბიონსე და ჯეიზი ქალიშვილთან, ბლუ აივისთან ერთად მივიდნენ. 6 წლის გოგონა მაყურებლებს შორის, დედასთან და მამასთან ერთად ადევნებდა თვალს წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებას. ბლუ აივი თეთრი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი, მაშინ როცა ჯეი-ზიმ და ბიონსემ აქცენტი შავი ფერის სამოსზე გააკეთეს.

48 წლის ჯეი-ზი კლასიკურ პიჯაკში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. 36 წლის ბიონსემ კი „გრემის“ ცერემონიაზე ყველაზე დასამახსოვრებელი საღამოს კაბა წარმოადგინა. მან არჩევანი ლიბანელი დიზაინერის, Nicolas Jebran-ის დეკოლტირებულ ხავერდის კაბაზე გააკეთა, რომელიც Lorraine Schwartz-ის მასიურ საყურეებსა და Alain Milki-ის სათვალეებს შეუხამა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები