LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი შვილის აყვანას გეგმავენ

96

ბიონსესა და ჯეი-ზის ოთხი წლის შვილი ჰყავთ, ბლუ აივი. ბავშვი კი მშობლებს უკვე დიდი ხანია სთხოვს და, ან ძმა გაუჩინონ.

ოჯახთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ წყვილი უკვე ამზადებს საჭირო დოკუმენტებს, ბიონსეს ტურის Formation დასრულების შემდეგ კი უკვე აქტიურად იზრუნებენ ბავშვის აყვანაზე.

მომღერლებმა უკვე მიმართეს შვილად აყვანის კერძო სააგენტოს და ახლა ბავშვების ანკეტებს განიხილავენ.

„ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ, ჰქონოდათ დიდი ოჯახი და არ სურთ, რომ შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყოს. ბიონსეს თავადაც სურს გაჩენა, თუმცა დაორსულებას ვერ ახერხებს,“ – ამბობს წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები