LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ქალიშვილი პოპულარული დედის ასლია (ფოტო)

152

ბიონსე და ჯეი-ზი ამჯერად პარიზში იმყოფებიან, სადაც მომღერალი ევროპული ტურნეს ფარგლებში კონცერტებს მართავს. ინტერნეტში მოხვდა პოპულარული წყვილის ფოტოები, რომელიც დასვენების პერიოდშია გადაღებული. როგორც ჩანს, ბიონსემ გადაწყვიტა, საფრანგეთში ვიზიტისას, ქალიშვილიც თან წაეყვანა. ბლუი აივი ფანტასტიკურ დროს ატარებს მშობლებთან ერთად.

ახალ ფოტოებზე ბიონსე და ბლუ აივი ერთნაირ სამოსში არიან წარმოდგენილები. დედა-შვილს ულამაზესი კაბები აცვიათ  Gucci-ის საზაფხულო კოლექციიდან. ესაა პირველი შემთხვევა, როცა მომღერალმა შვილს მის მსგავსად ჩააცვა. ფოტოების ავტორი ჯეი-ზია და მათზე კარგად ჩანს დედა-შვილის საოცარი მსგავსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები