LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტი ამას ვერ აუვა, ყველა სახის პროდუქტის სუბსიდირება ვერ მოხდება – მინისტრი

131
94036580-3001834223206861-8761763528999698432-n

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და არ დაზარალდნენ. რაც შეეხება ფასებს, უნდა იყოს კონკურენტული გარემო, იმის იქით ჩვენი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.

ის ამბობს, რომ დღეს მაღალი ფასის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ყველა სახის ქართულ პროდუქტის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინოს, რაც წარმოუდგენელია; რადგან ქვეყნის ბიუჯეტი, გადასახადის გადამხელების მიერ გადახდილი გადასახადები ამას ვერ აუვა.

„ჩვენ წინა წლებში მაისში გვქონდა ტურიზმის პიკი. მოლოდინი იყო, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვეყოლებოდა. მაისი არის თვე, როდესაც საქართველოში შემოდის ახალი, ცოცხალი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ქართული აგრარული წარმოების მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია გაზრდილი ფასის მოლოდინი, მაგრამ დღეს მოხმარების და, შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილი შესუსტებულია. დღეს მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ, 2019 წელს იყო”.- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები