LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავეს, 3 კი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

50
1

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს, ხოლო 3 სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2020 წლის პერიოდში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 762 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 116 234 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ სრულად გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარავად.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პოპულალურები