LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტური სმარტ–საათი, ახალი iPad და არანაირი აიფონები  – Apple–მა რამდენიმე ტექნოლოგიური სიახლე წარადგინა

236
applenews92016

კომპანიამ Apple კალიფორნიის შტატში ყოველწლიური პრეზენტაცია მოაწყო და ტრადიციულად ახალი გაჯეტები წარადგინა. წლევანდელი ღონისძიება წინამორბედებისგან ორი მიზეზით განსხვავდებოდა, პირველი – კორონავირუსის პანდემიის გამო პრეზენტაცია ონლაინ–ფორმატში გაიმართა, მეორე – მასზე არ იყო წარმოდგენილი ახალი თაობის აიფონი. თუმცა, კომპანიამ გულშემატკივართა გაოცება მაინც შეძლო. სიახლეებს შორის ახალი პლანშეტი და განახლებული Apple Watch იყო წარმოდგენილი.

Apple Watch Series 6

პრეზენტაციის დასაწყისში, Apple–ს გენერალური დირექტორი გამოვიდა და განაცხადა, რომ წლევანდელ სიახლეებს შორის სმარტ–საათი და ახალი პლანშეტი იყო აღსანიშნავი. თუკი საათები ადრე მხოლოდ დროს აჩვენებდნენ, ამჟამად მათ მთელი ცხოვრების შეცვლა და მფლობელთა სიცოცხლის „გადარჩენაც“ კი შეუძლიათ.

ახალი Apple Watch წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა შეუძლია. ჟანგბადის უკმარისობას თავის ტკივილების და სხვა მრავალი გართულების გამოწვევა შეუძლია.

ახალი საათი არამხოლოდ სპორტსმენებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს გამოადგება. ჟანგბადის დონის კლების შემთხვევაში გაჯეტი მფლობელს აფრთხილებს და გასეირნებისკენ ან შენობის განიავიბისკენ მოუწოდებს.

შეიცვალა სმარტ–საათის ვიზუალიც და პროდუქტი ორ ვარიაციაში – ცისფერ და წითელ ფერში იქნება წარმოდგენიილი. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ცისფერი იქნება iPhone 12–იც, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.

ახალი iPad Air

პრეზენტაციის პირობებში Apple–მა განახლებული პლანშეტი iPad Air წარადგინა. სიახლემ ულტრათანამედროვე დიზაინი და ჩარჩოს გარეშე ეკრანი მიიღო. ფაქტობრივად, ის ბევრად უფრო ძვირადღირებული iPad Pro–ს ანალოგად გადაიქცა. ახალი პლანშეტი თითის ანაბეჭდის სკანერითაცაა აღჭურვილი.

და ბოლოს, სიახლე არამხოლოდ კლასიკურ ფერში, არამედ ორ ახალ ვარიაციაში – მწვანე და ცისფერ ფერებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები