საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება პრემიერს მოსწონდეს ის ცვლილება, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე. სოსო ფხაკაძემ „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი რიგი ცვლილებები უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ საკუთხებში პრემიერის პოზიცია მათ მოსაზრებებს ემთხვევა.

„შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით საქართველოს ბიზნესასოციაციამ ცალსახად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და გააცნო საზოგადოებას. იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის მიღებაც იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის ბიზნესისთვის. ეს არის ნორმირებული სამუშაო დროის შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსაზღვრა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასის ოდენობის და პარამეტრების განსაზღვრა, შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ სრული თანხვედრაა ჩვენსა და მთავრობის პოზიციის ამ ნაწილში,”- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მსგავსი თემები