LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 90 ლარით გაიზარდა

49
e50ea347917618304944294820c7b33b-XL

2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში ბიზნესექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პ როცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 646.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 458.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი).

2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები