LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბლექ სი არენამ” ოპერა გალას უმასპინძლა

637
Untitled design (1)
25 აგვისტოს, “ბლექ სი არენაზე”, ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა გალა გაიმართა – ღონისძიება, სადაც ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან სხვადასხვა არია, უვერტიურა თუ ანსამბლი შესრულდა, მათ შორის მოვისმინეთ ამონარიდები “ნაბუქოდან”, “ლედი მაკბეტიდან”, “აიდადან” და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საოპერო სამყაროს დიდმა სახელებმა, ისეთებმა, როგორებიც არიან:
სუზანა ბრანკინი, დანიელა ბარჩელონა, სერხიო ესკობარი, გაბრიელე ვივიანი და დეიან ვაჩკოვი.
საოპერო მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი კი გახლდათ პიერ ჯორჯო მორანდი.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალმა წელს პირველად დატოვა იტალიის საზღვრები და საქართველოში ჩამოვიდა. მის ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ სამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა, თბილისის ოპერაში “ბალმასკარადი” გაიმართა, ხოლო “ბლექ სი არენაზე – “აიდა” და გალაკონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები